| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხათუნა წიქვაძე ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელია, რომლისთვისაც სკოლაში ჯანსაღი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია, თავადაც თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულებებით, სკოლის მოსწავლეებისთვის კომფორტულ, მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო გარემოს ქმნის. ამ მიდგომების წყალობით კი თავადაც გრძნობს ყველაზე ღირებულს - მოსწავლეთა სიყვარულსა და პატივისცემას.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ხათუნა წიქვაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ჯანსაღ და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სიყვარული, ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან განსაკუთრებულად მოსიყვარულე და მეგობრულები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და საკუთარი საქმისადმი სიყვარულით სავსე თანამშრომლებისგან შექმნილ გუნდს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის შემოქმედება.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ექსკურსია (საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნების და ღირსშესანიშნაობების გაცნობა).
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა