სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გუნდურობას, მიმღებლობას, საერთო მიზნებისკენ ერთობლივ სვლას გულისხმობს“-ირინა ჭაფოძე, ქუთაისის N45 სკოლის პედაგოგი
13-11-2024
-
+


ირინა ჭაფოძე ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში ასწავლის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას, მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, პროფესიას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს წიგნიერი თაობების აღზრდის საქმეში, მისი მოტივაცის მთავარი წყარო სწორედ მოსწავლეებია. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ირინა ჭაფოძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ურთიერთდაფასებას, ნდობასა და მხარდაჭერას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- უშუალო, გულწრფელი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მიხარია და მეამაყება, რომ ჩემი მოსწავლეები, სმენის პრობლემით გამოწვეული სწავლის სირთულეების მიუხედავად, მუდმივად ცდილობენ განვითარდნენ და გახდნენ საზოგადოების აქტიური, სრულფასოვანი წევრები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გუნდურობას, მიმღებლობას, მხარდაჭერასა და საერთო მიზნებისკენ ერთობლივ სვლას გულისხმობს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოტივაციის წყარო მოსწავლეთა ცნობისმოყვარე და ინტერესით სავსე თვალებია.

- ნაწარმოები ან ფილმი, რომლსაც ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

-  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ვურჩევ მათ, ნახონ ანიმაციური ფილმი „ბალერინა“. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილმი ყოველი ბავშვის გულში აღძრავს სურვილს, არ დანებდეს და გზა განაგრძოს თავისი ოცნებების ასახდენად.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო კარნავალში მონაწილეობა. მახსოვს, ერთხელ ჩემმა გუნდმა იუმორისტული სცენარით გაიმარჯვა. ეს დღე ხალისიან და სასიამოვნო მოგონებად დამრჩა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება