სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როცა შეკრულია სამკუთხედი - მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, იქ ყველა წინააღმდეგობა დაძლევადია“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე 
13-11-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე მოსწავლეებს პოზიტიურ, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავი უსაფრთხოდ, ღირებულად იგრძნონ, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს. დირექტორი სკოლაში გუნდურობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ატმოსფეროს უზრუნველყოფს და დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიონალიზმს, რომლის გარეშეც სკოლის წარმატება წარმოუდგენელია.

​etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასწავლო გარემო მნიშვნელოვანი კომპონენტია სასკოლო წარმატებისთვის. ეს არის გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან სხვებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების (და არა მარტო სასკოლო ცხოვრების) ხარისხთან და წარმატებასთან. მასწავლებელმა უნდა აჩვენოს მოსწავლეს, რომ ის არა მარტო ასწავლის მას, არამედ ზრუნავთ კიდეც მასზე;

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- სკოლა, რომელიც არ არის რეაბილიტირებული, არ გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, 260 მოსწავლე სწავლობს და აქტიურად პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, ეს იქნება ეროვნული გამოცდები, სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, სპორტული აქტივობები, შიდასასკოლო ღონისძიებები და რას მთავარია სკოლის კედლებს ტოვებს ჯანსაღი თაობა.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურობას, ურთიერთპატივისცემასა და პროფესიონალიზმს. ჩემი აზრით, როცა სკოლაში  შეკრულია სამკუთხედი: მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი იქ ყველა წინააღმდეგობა დაძლევადია.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- დაკისრებული საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, წარმატებული სასწავლო პროცესი და აქტიური ჩართულობა შიდასასკოლო და სკოლის გარეთ საქმიანობაში. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- დღესდღეობით, უთვალავი რაოდენობის გასართობი და სწავლებითი სახის ლიტერატურაა. ასაკობრივად სხვადასხვა წიგნები უნდა წაიკითხონ. მაგალითად, 3-დან 6 წლამდე „ვინი პუჰი“;  6-დან 9 წლამდე „პეპი გრძელიწინდა“;  9-დან 12 წლამდე „პატარა უფლისწული“; 12-დან 15 წლამდე ჰარი პოტერის წიგნების სერია და ა.შ.                    

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მესტიის რაიონის სოფელ უშგულის საშუალო სკოლა დავამთავრე, ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდებოდა სკოლაში, მაგრამ განსაკუთრებით დაილექა ჩემს მეხსიერებაში მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო, სადაც წავიკითხეთ მისი იატაკქვეშეთში დაწერილი ლექსები, რომელიც არ იყო კრებულში დაბეჭდილი.

ის დიდებული საღამო და მისი ორგანიზატორი, ჩვენი მშვენიერი მასწავლებელი ნინო ზავრაშვილი არასოდეს დამავიწყდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება