სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი გულწრფელად ეხმარება და იზიარებს მის სასწავლო მიზნებს“ - მზია კიწმარიშვილი, რუსთავის N23 სკოლის დირექტორი  
12-11-2024
-
+


მზია კიწმარიშვილი ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია შექმნას პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც ყველას მიუხარია. ერთ გუნდად შეკრული სასკოლო საზოგადოება კი შეუპოვრად მიიწევს საერთო მიზანკენ - განათლებული და წიგნიერი თაობის აღზრდისკენ. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ მზია კიწმარიშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ადგილს, სადაც სიყვარულით გელიან.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სწორი კომუნიკაცია, ნდობა, ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი გულწრფელად ეხმარება და იზიარებს მის სასწავლო მიზნებს. მოტივაცია და შთაგონება, სამართლიანობა და თანასწორობა, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი ყველას თანასწორად ეპყრობა და ინდივიდუალურად აფასებს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მასწავლებელი ამაყობს, როცა ხედავს როგორ ვითარდება მოსწავლე, იძენს ახალ ცოდნას და უნარებს. მასწავლებლები ამაყობენ, როცა მოსწავლეები ავლენენ ჰუმანურ ღირებულებებს, ემპათიას და სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს სიამაყე მასწავლებელს შთააგონებს გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რადგან მოსწავლეების მიღწევები მისი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობა და ჩართულობა, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა. სასკოლო საზოგადოება უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას, რაც ხელს უწყობ პრობლემების დროულად დაგაჭრას და იდეების გაზიარებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- „ყოველი დილა გაზაფხულია,
რადგანაც იგი არ არის გუშინ“, - გოდერძი ჩოხელი. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ეს დამოკიდებულია მათ ასაკზე, განვითარების დონესა და ინტერესებზე. ვურჩევდი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“, რადგან ის ასწავლის სიყვარულს, მეგობრობას და პატივისცემას, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, მისი მეშვეობით შეიძლება ისწავლო სამშობლოს
სიყვარული, ერთგულება, სულიერი სიმტკიცე, ხელოვნების ფასეულობა...

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სპორტული ფესტივალი - „მხიარული სტარტები“, ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალი... ბედნიერებასა და ენთუზიაზმს ასტიმულირებს, ეხმარება მათ ურთიერთობის დამყარებაში და უნარების განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება