სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-11-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღბა ეთმობა მოსწავლეების აქტიურობასა და მათ წახალისებას ჩაერთონ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში.  

ამჯერად,  მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „გზავნილი მასწავლებელს, ანუ ის, რაც ხმამაღლა მინდოდა მეთქვა“. 

აღსანიშნავია, რომ ესეს ავტორს უნდა წარმოედგინა, თუ როგორია მისი თვალით დანახული მასწავლებელი. 

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მერაბ და სალომე სიხარულიძეებმა წარმატებით გაართვეს თავი ესეს პირობას, დააკმაყოფილეს ყველა კრიტერიუმი და დაიმსახურეს სიგელები ესეების კონკურსში გამარჯვებისათვის.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ჩართულობას მასწავლებელი თამილა ძნელაძე ხელმძღვანელობდა 

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ: „ვულოცავთ მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება