სიახლეები
საინტერესო

როგორ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
15-06-2018
-
+


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოსწავლეები სკოლის დამთავრებას სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. საინტერესოა როგორ ზეიმობენ სკოლის დამთავრებას საფრანგეთში, შვედეთსა თუ იაპონიაში, რატომ ხევენ ჩინელი მოსწავლეები რვეულებს და რატომ იცვამენ ნორვეგიელი კურსდამთავრებულები სხავადახვა ფერის კომბინიზონებს.

ბანკეტი ამერიკულად 


ყოველ მაისს ათასობით ამერიკელი მოსწავლე სკოლის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის - მეჯლისისთვის ემზადება, რომელსაც ამერიკაში prom-ს ეძახიან.

მეჯლისების მოწყობა ამერიკული სკოლების მხოლოდ ბოლო ორი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. მეჯლისისთვის მზადება წვეულებამდე დიდი ხნით ადრე იწყება - ბოლო სასწავლო წლის დასაწყისში დამამთავრებელი კლასი სპეციალურ კომიტეტს ირჩევს, რომელიც მეჯლისის ორგანიზებას იწყებს. საორგანიზაციო კომიტეტი მეჯლისის თემას არჩევს, დიჯეის ქირაობს და შესაბამისი დეკორაციების მომზადებას იწყებს. ტრადიციულად, მეჯლისის მოსაწვევი ბარათები წვეულებამდე დიდი ხნით ადრე ვრცელდება. მეჯლისზე წყვილად მისვლა თითქმის სავალდებულოა. თეორიულად კურსდამთავრებულებს ნებისმიერის დაპატიჟება შეუძლიათ. მაღალკლასელებს უფლება აქვთ დაბალი კლასების მოსწავლეები ან სულაც უნივერსიტეტის სტუდენტები დაპატიჟონ. ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორი მეჯლისის მეფესა და დედოფალს აცხადებს. მეფობასა და დედოფლობაზე კი თითქმის ყველა მოსწავლე ოცნებობს.  
ამერიკელი მოსწავლეების მშობლები სკოლის დამთავრების აღნიშვნაში მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ. მოსწავლეები - ლიმუზინს ან ძირფას ავტომობილს ქირაობენ და ძვირადღირებულ კოსტუმებსა და საღამოს კაბებს იცვამენ. ალკოჰოლი ამერიკულ გამოსაშვებ საღამოზე ოფიციალურად აკრძალულია. აშშ-ში სპირტიანი სასმელის ყიდვა და მოხმარება 21-წლამდე კანონით დაუშვებელია.

ამერიკის მსგავსი ტრადიციები - ლიმუზინები და ძვირფასი ტანსაცმელი - ბევრ ევროპულ ინგლისურენოვან ქვეყანაშია, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და კანადაში. 

ევრო-ტური

როგორც უკვე აღვნიშნეთ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში სკოლის დამთავრებას თითქმის ისევე აღნიშნავენ, როგორც აშშ-ი. აი შოტლანდიაში კი, კურსდამთავრებულებმა, ხშირად არც კი იციან რა არის ბანკეტი. საქმე ის არის, რომ გამოცდების ჩამბარებელთა რაოდენობა არც თუ სახარბიელოა, ამიტომ არ არის მიღებული სკოლის დამთავრების აღნიშვნა, რადგან სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლას ცოტა თუ აგრძელებს. მართალია, არიან ისეთებიც, რომლებიც ზეიმზე უარს არ ამბობენ წვეულებებს სასტუმროებსა და პაბებში აწყობენ.

საფრანგეთში ლიცეუმების უფროს კლასებში კლასელები ყოველ წელს იცვლებიან, შესაბამისად, გამოსაშვები საღამომოები ნაკლებად ეწყობა. ფრანგი კურსდამთავრებულები შოტლანდიელი თანატოლებივით დღესასწაულს საკუთარ თავებს თავადვე უწყობენ. 

იტალიაში როგორც ასეთი, გამოსაშვები მეჯლისი არ აქვთ. კურსდამთავრებულები წვეულებას თავად აწყობენ, რომელსაც I cento giorni (100 დღე) ჰქვია. წვეულება გამოსაშვებ გამოცდებამდე 100 დღით ადრე იმართება. იტალიელები თვლიან, რომ მთელი განვლილი მასალის გადამეორებას სწორედ ამდენი დრო სჭირდება. 

სკოლის დამთავრებამდე 100 დღით ადრე, იანვარში მართავენ ბანკეტს პოლონელებიც. პოლონელი მოსწავლეები წვეულების მოსაწყობად ძვირადღირებულ და მდიდრულ დარბაზს ქირაობენ და წვეულებაზე ელეგანტური ტანსაცმლით მიდიან. ამასთან გოგონები კაბის ქვეშ წითელი მაქმანის ლენტს იკეთებენ. ალკოჰოლის მოხმარება ბანკეტზე შეზღუდულია - ნებადართულია მხოლოდ ერთი ბოკალი ღვინის დალევა.
ტრადიციულად წვეულებას საზეიმო სამეჯლისო ცეკვა პოლონეზი ხსნის - ცეკვას პოლონეთში ბავშვობიდან სწავლობენ. ცეკვა-მსვლელობა ძველად სამეფო კარის მეჯლისებს ხსნიდა. მთავარი წყვილი კი ყოველთვის სახლის პატრონი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი იყო. სასკოლო საღამოებზე კი მასპინძლის როლს სკოლის დირექტორი ირგებს. 

ბანკეტი შვედეთში საუზმით და შამპანიურით იწყება. გოგონები საღამოს კაბებს იცვამენ, ვაჟები   კი კოსტუმს. თითოეულს პატარა თეთრი ქუდი ახურავს, რომლზეც ყველა მსურველი ხელს აწერს. საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ კუსრდამთავრებულები სკოლიდან გარბიან და ქუდებს ჰაერში ყრიან. შემდეგ ახალგაზრდები ღია ავტომობილში სხდებიან და მუსიკას ხმამაღლა რთავენ. გზის პირას მათი ახლობლები დგანანან და პლაკატები უჭირავთ. ამ დღეს მოსწავლეები ერთმანეთს პრაქტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან. შემდეგ კი ახალგაზრდები დილამდე ერთობიან.


ნორვეგიელი მოსწავლეები სკოლის დამთავრებადე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა ფერის კომბინიზონებს იცვამენ და ერთობიან. წითელ კომბინიზონებს ირგებენ ისინი, ვინც გადაწყვიტა თავი ეკონომიკას მიუძღვნას, ლურჯს იცვამენ ისინი, ვინც აპირებს მეცნიერებებს გაჰყვეს, შავი მომავალი ტექნიკოსების ფერია, თეთრებში კი სპორტსმენები ეწყობიან. 

 
იდუმალებით მოცული აზია

შესაძლოა ფიქრობდით, რომ აზიურ ქვეყნებში გამოსაშვებს განსხვავებულად აღნიშნავდნენ, მაგრამ ამერიკულმა prom-მა იქაც მოიკიდა ფეხი. 

ისრაელში გამოსაშვებ წვეულებებს ისეთივე პრინციპით მართავენ, როგორც შტატებში. 

ლიბანში საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ზეიმს ძვირადღირებულ სასტუმროებში, ფორმალური დრეს-კოდითა და ნაქირავები ავტომობილებით აგრძელებენ. წვეულებას კი მეფე-დედოფლის არჩევით ამთავრებენ. 

prom-ის ტიპის გამოსაშვები მეჯლისები სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება მალაიზიაში, მაგრამ ორგანიზებით თავად სკოლადამთავრებულები არიან დაკავებულნი არა სკოლის ადმინისტრაცია.

ყველაზე წყნარი სკოლადამთავრებულები - იაპონიაში არიან. იაპონელები სკოლის დამთავრების  შედეგ წვეულებას არ აწყობენ. დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე კი ყოველდღიური ფორმით მიდიან. როდესაც სკოლაში ოფიციალური ნაწილი სრულდება, მოსწავლეები სახლებში ბრუნდებიან და ოჯახურ წრეში ჩაის სვამენ. 




სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ყველაზე საინტერესო ტრადიცია ჩინურია. ჩინელი მოწავლეები გამოცდების ჩაბარების შემდეგ გარეთ გამოდიან და რვეულების, კონსპექტებისა და წიგნების  ხევას იწყებენ. შემდეგ კი დახეულ მაკულატურას ფანჯრებიდან ყრიან. ზაფხულის ამ დღეებში ჩინეთის ქალაქების ქუჩები ქაღალდის თოვლით დაფარულ გზებს ჰგავს. 



რაც შეეხება საუდის არაბეთს აქ სწავლის დამთავრებას, ისევე როგორც ქორწილებსა და სხვა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს ექსტრემალურად ფეხებში იარაღის სროლით აღნიშნავენ. იარაღით სარიტუალო ცეკვამ ოჯახს ბედნიერება უნდა მიუტანოს. 

მართალია, ყოველწლიურად ტრადიციულ ზეიმებში საუდელი არაბები სულ უფრო იშვიათად მონაწილეობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან გარისკონ. ცეკვის დროს მამაკაცი ცდილობს რაც შეიძლება მაღლა ახტეს და ფეხებში ისროლოს. ცეკვისას სპეციალურ სარიტუალო იარაღს იყენებენ, რომელიც ძვირფასი მეტალისგან არის დამზადებული.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების საყურადღებოდ -  ეს 7 შეცდომა სემესტრის დასრულებამდე უნდა გამოასწოროთ

ვის მოუწევს გამოცდაზე 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა - ტესტირების დრო და საფასური ცნობილია 

საქართველოსთან ერთად კიდევ რომელი ქვეყნები აღნიშნავენ შობას 7 იანვარს

სავალდებულოა თუ არა განმავითარებელი შეფასების დაწერა მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დამსწრე საზოგადოებამ პატარა შემსრულებლები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ზრუნავენ და ბავშვებს მრავალფეროვან სადღესასწაულო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება, მოსწავლეებმა კი მხურვალე აპლოდიმენტები დაიმსაუხრეს

მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის - „ხაზარულა“ თეატრალურად წაიკითხეს

 

 

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება