სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მნიშვნელოვანია სწავლების ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყვანა“- ნინო კოპლატაძე, ასკანის საჯარო სკოლის პედაგოგი
12-11-2024
-
+


ნინო კოპლატაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგია, თავის პროფესიასა და მოსწავლეებზე უსაზღვროდ შეყვარებული, რომელიც ბავშვებს წიგნიერების დიდ სამყაროში მეგზურობას უწევს, დიადი მიზნებითა და იმედებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრუნავს ქვეყანას საამაყო, ღირსეული და განათლებული თაობები აღუზარდოს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედგაოგ ნინო კოპლატაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო და განმავითარებელ სივრცეს.

ჩემთვის უსაფრთხო გარემო უპირველესად არის უშუალოდ  საფრთხეების გააზრება და მათზე შესაბამისი რეაგირება გაცნობიერებული მზაობით, ამისათვის ყოველივეს მზად ვარ განმსაზღვრელი აქტივობებით შევასუსტო ან აღმოფხვრა ამ ტიპის პრობლემა. სოციალური პროექტებით, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, ვცდილობ შევქმნა  ღირებულებებზე დაფუძვნებული სასწავლო გარემო. 

არაძალადობრივი გარემოს ფორმირებისათვის კლასში თვეში ერთხელ ვზომავ კლასის გავლენის ეფექტიანობის ხარისხს. მოსწავლეთა სოციალური, ემოციური და ქცევითი ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების შესამუშავებლად, ვიყენებ  „ემოციური ინტელექტის“ დანიელ გოლემანის მიერ შემოთავაზებულ ხუთ ელემენტს. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთობა ეფუძნებოდეს სიყვარულს, პატივისცემას, გულწრფელობას, ერთმანეთზე ზრუნვასა და თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია სწავლების ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყვანა, მაშინ მოსწავლე უფრო მეტად გრძნობს მასწავლებლის მნიშვნელობას. უპირველესად ხედავს, რომ ერთნაირ სოციუმში არიან, ერთი პრობლემებითა და საჭიროებებოთ არიან გარემოცულნი.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- თითოეულს აქვს მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული უნარი, შეუძლიათ ერთმანეთზე ზრუნვა და მხარდაჭერა.

განსაკუთრებული გრძნობაა, როცა  პატარები შენ  წინ იზრდებიან ყალიბდებიან, ემატებათ ცხოვრებისეული უნარები და გარემოსთან ადაპტირების რეფლექსები. საამაყოა ყოველი დღე წარმატებებითა თუ შეცდომებით. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სკოლის დემოკრატიულ მმართველობას. სკოლის პერსონალმა, მოსწავლეებმა  და მშობლებმა უნდა აიღონ თავიანთი წილიპასუხისმგებლობა, ისინი უნდა იყნენ გადაწყვეტილების მიმღებნი. ამასთანავე სასწავლო პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ჩართულობა ადგილობრივი თემის, საჭიროა მაღალი ხარისხის კომუნიკაციები  და თანამშრომლობა მხარდამჭერ ორგანიზაციებთან.  

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- რწმენის ძალა, რომელიც მთელი ცხოვრება თითქოს რუტინულ საქმეს მაკეთებინებს, მაგრამ არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. პოზიტიური სიახლეები, სირთულესთან ჭიდილი, ახალი უნარებისა და ცოდნის აღმოჩენა, დახმარება და მხარდაჭერა მაძლევს ძალას ვიყო მოტივირებული მასწავლებელი

-  ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ლიტერატურა უმდიდრესია ამ თვალსაზრისით, ასაკობრივად სულის და გენის საწრთობია ნ. დუმბაძის და რ. ინანიშვილის მოთხრობები. „სისხლი“, „ჰელადოს“, „დედა“, „მირანდუხტი“, რომელი ერთი დავასახელო-უბრალოებიდან რომ გენიალურობა იბადება. სისხლის ყივილი, ფასეულობების გაცნობა და აღიარება, დარდის და სევდის გაზიარება, საერთო გასაჭირისა და სიხარულის აღქმა ამ მწერლებზე უკეთ  არავის შეუძლია...

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მახარებდა ერთობლივი ღონისძიებები, სოციალური პროექტები, რომელიც იყო გასვლითი, ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს ეზოს დასუფთავებაში, ვასწავლით მათ  საგანგებო სიტუაციების დროს ზარის განხორციელებას შესაბამის უწყებებთან. ბავშვების დამოკიდებულება  საქმის მიმართ,  მათი გულისხმიერება განსაკუთრებულად ამაღელვებელია. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღის აღმზრდელთა საყურადღებოდ - ტრენინგმოდულში ახალი რესურსი ინტეგრირდება

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება