სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-10 კლასელებთან დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმის ჩვენება გაიმართა 
13-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას ასწავლიან და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მხრივ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სამოქალაქო განათლების გაკვეთილები. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებთან სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - გუგა ბენდელიანმა 21-ე საუკუნისთვის მეტად აქტუალურ თემაზე გამართა დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმის ჩვენება. 

ერაყში, სადამ ჰუსეინის მმართველობა მნიშვნელოვანი ეპოქაა. ეს პერიოდი გამოირჩევა ავტორიტარიზმით, რომელიც მოიცავდა ძალაუფლების კონცენტრაციას, პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, პედაგოგმა მოკლე მიმოხილვა შესთავაზა მოსწავლეებს, სადაც ყურადღება გაამახვილა: 

 1. სადამ ჰუსეინის მმართველობის სტილზე, რომელიც დიქტატორული რეჟიმის მაგალითია. ის აბსოლუტურ ძალაუფლებას ინარჩუნებდა, მკაცრად აკონტროლებდა როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ სფეროებს.

2.ჰუსეინის რეჟიმი იყენებდა საიდუმლო პოლიციას და რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მიმართ.

3. ერაყის მოსახლეობას არ ჰქონდა გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებები. ყოველგვარი ოპოზიციური მოძრაობა მკაცრად ისჯებოდა.

4. მიუხედავად ეკონომიკური რეფორმებისა ჰუსეინის რეჟიმმა განახორციელა გარკვეული ეკონომიკური პროექტები, თუმცა უმეტესობა იმავე კონტროლის გზით ხორციელდებოდა.

მოსწავლეებმა განიხილეს დიქტატორული რეჟიმის პერიპეტიები, ავტორიტარიზმის ნიშნები და მსგავსი წნეხისგან გამოსვლის გზები. დამხმარე ქვეყნების მიზნები და ფარული ინტერესების ასპექტები. 

გააანალიზეს ავტორიტარული რეჟიმის გავლენა საზოგადოებაზე და ინდივიდუალურ უფლებებზე.

იმსჯელეს, როგორ შეიძლება მსგავსი რეჟიმების დაემხობა და შეაფასეს დემოკრატიის მნიშვნელობა.

დასასრულს, მე-10 კლასელებმა შეაფასეს:

1 ავტორიტარიზმი და მისი მახასიათებლები;

 2 ადამიანის უფლებები და მათი დარღვევა სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს;

3 დემოკრატია vs ავტორიტარიზმი - მათი განსხვავებები;

 4 ერაყის ომი და მისი გავლენა რეჟიმის ცვლილებაზე.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, გამოყენებულმა სასწავლო რესურსმა კი თემა მეტად გასაგები და თვალსაჩინო გახადა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება