სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მომავალი თაობის სულის სამჭედლოა“ - მარიამ ტარიელაძე, ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სასწავლო ნაწილის გამგე 
11-11-2024
-
+


„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა სხვისი მხარდაჭერა; სიახლეების ისე დანერგვა, რომ  სასკოლო საზოგადოებაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოხდეს“, - ეს სიტყვები მარიამ ტარიელაძეს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სასწავლო ნაწილის ეკუთვნის რომლისთვისაც პრიორიტეტული საზრუნავია, სკოლაში შექმნას გარემო, სადაც მოსწავლე თუ მასწავლებელი შეძლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამომჟღავნებასა და საერთო მიზნისკენ შემართებით სწრაფვას, მისთვის სკოლა სულის სამჭედლოა და ყველაფერს აკეთებს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანოს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს ...

- პოზიტიური კომუნიკაცია,  უსფრთხო და მეგობრული გარემო, დაცულობის განცდა თანაბრად      მნიშვნელობანია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის.  სკოლა მომავალი თაობის სულის სამჭედლოა. მნიშვნელოვანია როგორ გარემოს ახვედრებ როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.   ასეთი გარემოს შექმნა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ზრდის მოსწავლის  თვითშეფასებას და აკადემიურ მოსწრებას, არიან უფრო გახსნილები, ლაღები, წარმატებულები, მოტივირებულები და დისციპლინირებულები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნებისმიერი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე უნდა იყოს  დაფუძნებული. ცალმხრივად არაფერი გამოვა.  ამ მხრივ მასწავლებელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. პედაგოგის მხრიდან ერთმა არასწორმა, პატარა,  ჟესტმაც კი შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ყველაზე გულწრფელები და კეთილად მოაზროვნეები არიან, თანაგრძნობა და ემპათიის გამოხატვა მათი ძლიერი მხარეა! არასაკლასო აქტივობით სადაც არ უნდა გავიყვანოოთ, ყოველთვის ქებას იმსახურებენ და ამაყები ვბრუნდებით.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერეა თანამშრომლობითი გარემო, გუნდურობა. ძლიერი სასკოლო საზოგადოება გულისხმოს, რომ სკოლა კარგი მმართველი, მენეჯერი ჰყავს. მხარდაჭერილია და გათვალისწინებულია სასკოლო თემის პრიორიტეტები.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა სხვისი მხარდაჭერა; სიახლეების ისე დანერგვა, რომ  სასკოლო საზოგადოებაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოხდეს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- რთულია ასე გამოყოფა, გააჩნია ასაკს: დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ  უყვარდა“;   ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“;   მარკ ტვენის „ტომ სოიერი“;  ასტრიდ ლინდგრენის, ორუელის,  ქარჩხაძის,  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები და ა.შ. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სკოლა ოთხმოცდაათიანებში დავამთავრე. მაინცადამაინც განებივრებული არ ვიყავით ღონისძიებებით. რაც მახსენდება ესაა სკოლაშივე  მოწყობილი რამოდენიმე სპორტული  შეჯიბრი და საახალწლო ღონისძიებები, რომელსაც საახალწლო კარნავალს ვეძახდით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება