სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორი“- ნათია სულავა, ქუთაისის N12 სკოლის დირექტორი
11-11-2024
-
+


ნათია სულავა ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პასუხისმგებლობით აღსავსე, ღირსეული ხელმძღვანელია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლები ერთმანეთის აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ. მისი თქმით, სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორი, იმისთვის კი, რომ სკოლაში ასეთი გარემო არსებობდეს თავს არ ზოგავს. მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს სკოლის ხემძღვანელი ყოველთვის ითვალისწინებს და მათ საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს, რომელშიც თითოეული მოსწავლეა ჩართული.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ნათია სულავა პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთპატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებულ სასკოლო გარემოს. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორი და საინტერესო სასწავლო რესურსებით დატვირთული ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. სადაც ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა ინიციატივა აიღოს თავის თავზე, დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სასკოლო თუ საკლასო პროექტი.

- მოსწავლე - მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, ნდობა, სიყვარული და რაც ყველაზე მთავარია
აღიარება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები არიან ტოლერანტები, ემპათიურები,
მოტივირებულები და აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გამოირჩევიან
ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართულობით და წარმატებებით.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებისა და საქმიანობის წარმართვას შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სამართლიანობა, გუნდურობა, ზრუნვა, გამჭვირვალობა, სკოლისადმი ერთგულება, მიუკერძოებლობა, გამოცდილების გათვალისწინება და სიახლეების მიმართ ღიაობა, ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების
ინოვაციურ გზებს. ჩვენი სასკოლო საზოგადოება ყოველთვის ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, დავნერგო და განვახორციელო ისეთი ინოვაციური პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო გარემო გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ვურჩევდი, რომ წაიკითხონ ქართული და უცხოური ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებები, რომლებიც დაეხმარება მათ დაფიქრდნენ მარადიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მახსოვს, ალბათ მე-3 კლასში ვიყავი, როცა ერთ - ერთ სპექტაკლში ჩემს ძმასთან ერთად შევასრულე „წუნა და წრუწუნას“ დუეტი, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო ღონისძიებები, რომელშიც პერსონაჟების გაცოცხლება და გათამაშება ხდება, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს და ხალისით ერთვებიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება