სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია, სადაც მისვლა მიმიხარია“- ლიანა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი
11-11-2024
-
+


ლიანა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც სკოლა მეორე ოჯახია, სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე კი, მისთვის იმედებით სავსეა, ის მუდმივად ზრუნავს სასკოლო საზოგადოების გაძლიერებაზე და თვლის, რომ ჯანსაღი თანამშრომლობა და დამოკიდებულებები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას ერთ გუნდად აქცევს, რაც ძლიერი სკოლისა და წარმატების საფუძველია. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ლიანა ბოლქვაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს... 

- გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან  სხვებს, მზად არიან მიიღონ გამოწვევები, არ ეშინიათ კითხვების დასმის. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სიყვარული, ნდობა, პატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან პასუხისმგებლიანები, მოტივირებულები, ყურადღებიანები, სიახლის მაძიებლები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთ მუშტად შეკრულ ერთ გუნდს, რომელშიც სკოლაში დასაქმებული ყველა რგოლი ზრუნავს სკოლის ავტორიტეტის გაზრდაზე, მის წინსვლაზე, საუკეთესო შედეგებზე, ერთმანეთის თანადგომაზე, სადაც ყველას გათავისებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემს მოსწავლეებთან და კოლეგებთან ყოველდღიური შეხვედრა- დამოკიდებულებები. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია, სადაც მისვლა მიმიხარია.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნოდარ დუმბაძე ჩემთვის ყველაზე საყვარელი მწერალია და მისი ყველა ნაწარმოების წაკითხვას ვურჩევ ჩემს მოსწავლეებს. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- დედის დღე და საახალწლო კარნავალი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება