| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მზია ბურჯანაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც დიდი პასუქისმგებლობით ეკიდება იმ დიად საქმეს, რასაც წიგნიერი თაობების აღზრდა ჰქვია და ენერგიას არ იშურებს, რომ მოსწავლეებისთვის შექმნას ჯანსაღი სასწავლო გარემო, სადაც თითეული მათგანი თამამად დააფიქსირებს თავის აზრს, იმსჯელებს და აქტიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მზია ბურჯანაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო ნიშნავს ....
- პირველ რიგში უსაფრთხო გარემოს, სადაც მოსწავლეს აქვს ფიზიკურ-ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნება, შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ,სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის არსებობს ურტიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი/ეფექტური კომუნიკაცია.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- შეუძლიათ აზრის თავისუფლად გამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობა, მუმივად სიახლეების ძიებაში არიან, აქტიურობენ სასოლო და კლასგარეშე ღონისძიებებში.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სასკოლო საზოგადოების წევრთა პოზიტიურ, ეფექტურ თანამშრომლობასა და ერთიანობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი. მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებით დავგეგმო ისეთი აქტივობები, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა აქტიურობას და ჩართულობას სასწავლო პროცესში .
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ....
- არის კონსტანტინე გამსახურდიას, ალექსანდრე ყაზბეგის, აკა მორჩილაძის ნაწარმოებები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა