სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური დამოკიდებულება, ურთიერთნდობა“- აზა მაისურაძე, ითხვისის N1 სკოლის პედაგოგი
11-11-2024
-
+


აზა მაისურაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლის მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს, მისთვის უმნიშვნელოვანესია აქტიურად ჩართოს თითოეული მათგანი საგაკვეთილო პროცესში და თეორიულ ცოდნასთან ერთად, ბავშვებს შესთავაზოს მრავალფეროვანი ინიციატივები. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ აზა მაისურაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხო გარემოს, როცა მოსწავლეებს ნდობა აქვთ სხვების მიმართ, არ ეშინიათ კითხვების დასმის, არიან კომუნიკაბელურები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პოზიტიური დამოკიდებულება, მოტივაცია, ურთიერთნდობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მეგობრულები, მზრუნველები არიან, სწავლობენ და შესაბამისად, აღწევენ წარმატებას.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას, სიახლეების, გამოწვევების მიღებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ზრუნვა მოსწავლეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად, მათი ინტერესის გათვალისწინებით, მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის ნოდარ დუმბაძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება