| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და გამორჩეული აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ.
მათ სპექტაკლი - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ ნახეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ისაუბრეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თეატრიდან კმაყოფილები და დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად