სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია კლდის საჯარო სკოლაში
11-11-2024
-
+


8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ხალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

6 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები.

7 ნოემბერს მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მის ღვაწლი ღვაწლი აღნიშნეს. ხოლო 8 ნოემბერს მე-7-დან - მე-12 კლასებამდე მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა უყურეს ფილმს - „გლახის ნაამბობი“. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებსა და მისი მიხედვით გადაღებულ კინოსურათში წამოჭრილ პრობლემაზე ისაუბრეს. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. 

„აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც დირექციის წარმომადგენლები, ისე პედაგოგები. 

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
სსიპ დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება