| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - რუზან მანველიანმა მე -7 და მე -9 კლასელებთან ერთად ღონისძიება ჩაატარა.
მოსწავლეებმა საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ ნაკლებად ცნობილი ფაქტები მოიძიეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები - „ლოცვა“, „რისთვის მიყვარხარ“, „პოეტი“, „კალამი“, „ბაზალეთის ტბა“, „ქართვლის დედაო“.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ცოტა აღელვებულები იყვნენ, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით წარადგინეს ნასწავლი მასალა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნითა და შემოქმედებითობით მოიხიბლნენ.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები;
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად