სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით გორელოვკის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც კომპიუტერები გადაეცათ
11-11-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ რათა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და პროფესიისა თუ მომავალი თაობებისადმი ეს თავდადება ნათლად ჩანს აღსაზრდელთა მიღწევებში.

ახლახან, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - თამთა დავლაშელიძესა და დავით ბერიძეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

რა შეიცვლება ამ ბავშვებისთვის მათი წარმატების აღიარებით? დავით ბერიძე აღნიშნავს, რომ სწავლის ხარისხზე ეს აუცილებლად აისახება, ექნება წვდომა თანამედროვე სასწავლო რესურსებზე და რაც მთავარია, ეს გახდება უფრო მეტის მოტივაციის მიმცემი სკოლამაც, ოჯახმაც იამაყონ მისი მიღწევებით.

თამთა დავლაშელიძე კი ვიდეორგოლში აღნიშნავს, რომ გზა წარმატებისკენ შრომატევადი იყო, არაერთ პროექტში იყვნენ ჩართულები და გორელოვკის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ლომის წილი მიუძღვით თითოეული მოსწავლის წინსვლაში.

თავად სასკოლო საზოგადოება ბავშვებს ულოცავს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და მათთვის კომპიუტერების გადაცემის ფაქტს ეხმაურება:

„დათო, თამთა, გილოცავთ! მუდამ წარმატებები! მადლობა დამრიგებელს - ნუგზარ მარკოიძეს, მასწავლებლებს! დიდი მადლობა ჩვენს სამინისტროს, რესურსცენტრს, მერიას!“



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება