სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქვეყნის სიყვარული მასზე ზრუნვით გამოიხატება“ - ორღულის საჯარო სკოლაში, ეკოპროექტის ფარგლებში, მრავალწლოვანი მცენარეების გამოყვანა გრძელდება
08-11-2024
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას და მათი ეკოცნობიერების ამაღლებას. 

სწორედ ამ მოტივით, წლებია ორღულის სკოლაში ხორციელდება მრავალწლოვანი მცენარეების გამოყვანა და ხორციელდება პროექტი - „მწვანე გარემო და ბიზნესი“. 

„ქვეყნის სიყვარული მასზე ზრუნვით გამოიხატება. ვფიქრობთ, რომ სკოლაში მიმდინარე პროექტით, „მწვანე გარემო და ბიზნესი“, ყველას, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, გვეძლევა საშუალება მცირედით, მაინც ვიზრუნოთ და გამოვხატოთ ქვეყნისადმი ერთგულება და სიყვარული. ყველა კეთილ საქმეს აქვს დასაწყისი, მაგრამ დასასრული არასოდეს...“, - ამ იდეით, სასკოლო საზოგადოება ზრუნავს თავისი წვლილი შეიტანოს ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია: ყვავილების, წიწვოვანი და სხვა მრავალწლოვანი ხეების გამრავლება სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებისა და ნერგების რეალიზებისთვის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კლუბი „მწვანეების“, შექმნა და მასში სასკოლო საზოგადოების გაწევრიანება. 

„ჩვენ, ყველას, ქვეყანაზე ზრუნვა და მისი სიყვარული გვაერთიანებს“, - ასეთია მოსწავლეთა მთავარი გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება