| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მარავალფეროვანი, მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში ზეიმი - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ გაიმართა, რომლის მიზანიც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის გახსენება გახლდათ. მასში I-IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.
მანამდე კი, თემატური პროექტი 2 კვირის განმავლობაში მომდინარეობდა. მის ფარგლებში, მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და მის უკვდავ „დედაენას“ გაეცნენ.
უდიდესი იყო მოსწავლეთა ხელმძღვანელების როლი. აღსანიშნავია, რომ I კლასის დამრიგებელი - რუსუდან გუგუშვილი, II კლასის -ნანა შურღაია, III კლასის - სოფიო გერსამია, ხოლო IV კლასის - რიმა გაწერელია გახლავთ.
ყველა აქტივობამ ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა.
„ღონისძიების მიზანია გავიხსენოთ ის, ვინც ნაწილ-ნაწილ, მისხალ-მისხალ აგროვებდა და მომავალს გადასცემდა საკუთარ ცოდნას, ვისი წყალობით ვართ დღეს წიგნიერნი“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები, ფოტოები და პრეზენტაცია:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად