| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნათელა ღლონტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რასაც განათლებული თაობების აღზრდა ჰქვია და ცდილობს თითოეულ მოსწავლეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა მისცეს, არამედ აღზარდოს პასუხისმგებლიან და ღირსეულ მოქალაქედ.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნათელა ღლონტთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, სასიამოვნო, პოზიტირ, ინკლუზიურ, ჯანსაღ თანამშრომლობით და მასტიმულირებელ სასწავლო გარემოს, რომელიც მოიცავს 4 ძირითად ელემენტს: ფიზიკურ, სოციალურ, აფექტურ და აკადემიურს. მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ენდობიან ერთმანეთს არ ეშინიათ შეცდომების, კითხვების დასმის და თვლიან რომ სირთულეები და გამოწვევები მნიშვნელოვანია შემდგომი წარმატებისთვის.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან დამოუკიდებლები, არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღების, სირთულეების გადალახვის, არიან ემპათიურები, უსმენენ და პატივს სცემენ ერთმანეთის თუნდაც განსხვავებულ მოსაზრებებს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- როცა სკოლა, ოჯახი და სასკოლო საზოგადოება არის ერთი პოზიტიური გუნდი და მათი სამოქმედო გეგმა მიმართულია თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ყოველი გაკვეთილისათვის ახალი, საინტერესო რესურსების შექმნა, რაიმე განსხვავებული მასალის მოძიება, რაც სახელმძღვანელოში არ არის და ამით დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან და მათი მაღალი ჩართულობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჯონ ბოინის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ზეიმი, რომელიც ბავშვობას მიფერადებდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა