| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის პედაგოგი იზაბელა გაბუნია მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ნდობის მოპოვება. მომავალი თაობის განათლებაზე მზრუნველს ყველაზე დიდ მოტივაციას მოწაფეთა მაღალი შედეგები და მიღწევები აძლევს.
etaloni.ge გიზიარებთ პედაგოგ იზაბელა გაბუნიას ბლიც-ინტერვიუს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობით დამოკიდებულება, მოწესრიგებული ფიზიკური გარემო, რესურსები.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, გულწრფელობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან მოტივირებულნი და აქვთ სწავლის სურვილი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების შედეგი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- მარი- ტერეზ კიუნი - „ცოცხლად დამწვარი სუადი“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საგნობრივი ოლიმპიადა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა