სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა კვლევითი პროექტი განახორციელეს 
11-11-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-10ა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და განახორციელეს კვლევითი პროექტი, რომლის მიზანი იყო  ბაქტერიებისა და ვირუსების აგებულების, ფუნქციების, სასიცოცხლო თვისებების, გამრავლების, კვლევით საფუძველზე  მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის გზების, ბაქტერიული დაავადებების მკურნალობის მეთოდების დადგენა.

პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებსა და პროექტის ხელმძღვანელს - პედაგოგ მარინა კაპანაძეს დახმარება გაუწიეს თბილისის, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინტიტუტის  უფროსმა მეცნიერმა - ლიკა ლეშკაშელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა - დარეჯან ბოლქვაძემ. 

პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. თავდაპირველად მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია, შემდგომ დაამუშავეს, გააანალიზეს ინფორმაცია და განახორციელეს პრაქტიკული სამუშაო.

1. ეწვივნენ მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს, დაათვალიერეს მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასწავლო ლაბორატორიები.

2. გაეცნენ ლაბორატორიულ აღჭურვილობებს და ბიოუსაფრთხოების წესებს.

3. ჩაატარეს ლაბორატორიული მუშაობა. დაათვალიერეს: სელექტიურ ნიადაგებზე გაზრდილი ბაქტერიები: Endo Agar- E.coli და Klebsiella pneumoniae, Proteus; MSA- Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis;

4. გრამის წესით შეღებეს და განასხვავეს გრამ-დადებით და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები;

5. დაადგინეს როგორ კეთდება ბაქტერიის გაზონი და როგორ ახდენენ ფაგების სკრინინგს და თვითონაც მიიღეს მონაწილეობა გაზონის გაკეთებაში.

6. ელექტრონული მიკროსკოპის სპეციალისტმა, ბატონმა გია ცერცვაძემ, მოსწავლეებს  გააცნო ელექტრონული მიკროსკოპის მუშაობის პრინციპები და აჩვენა ბაექტერიებისა და ბაქტერიოფაგის ნიმუშები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება