| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის პედაგოგ ლიკა გახელაიასთვის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობა და ურთიერთპატივისცემაა.
სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ასწავლის ის მოსწავლეებს და მათ წარმატებულ მომავალს უყრის საძირკველს. აღსანიშნავია, რომ ლიკა გახელაია საკუთარი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ამაყობს, რადგან მათ სიახლეები არ აშინებთ.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე პედაგოგმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ და ღირებულად.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არ ეშინიათ სიახლეების.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვიყო უკეთესი ვიდრე გუშინ.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „დათა თუთაშხია“, „დიდოსტატის მარჯვენა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა