| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მესხურ სამზარეულოს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე და საინტერესოდ წარადგინეს მესხური ტრადიციები.
მათ, დამსწრე საზოგადოებას მესხური სამზარეულოს კერძები გააცნეს და ადგილზეც დაამზადეს, ბოლოს ჩურჩხელებიც ამოავლეს თათარაში.
„ხილით სავსე კალათები და ფერადი გარემო საზეიმო განწყობას ქმნიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექტორმა - ნინო აზირაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, კლასის დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ ლამაზი დღის მოწყობისთვის და ბედნიერი შემოდგომა უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად