| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნაზიბროლა ბერიშვილი ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგია, საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული ბავშვებთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობით გამოირჩევა. მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად კი სკოლაში შედეგზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნაზიბროლა ბერიშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თანამშრომლობას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათ ყოველთვის ესმით ჩემი, ვგრძნობ მათ სიყვარულსა და პატივისცემას.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას, პრობლემების ერთობლივ მოგვარებას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეები, რომლებთანაც ბედნიერად ვგრძნობ თავს.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიებები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა