| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო კვაჭანტირაძეს პროფესია განსაკუთრებულად უყვარს. ის კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა და მოსწავლეებს მაგალითს აძლევს, რომ სწავლა და განვითარება არასდროს შეწყვიტონ და მუდამ მზად იყვნენ სიახლეებისთვის. ის თავისუფალ და მოაზროვნე ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდის და მათ ეუბნება, რომ კითხვის დასმას არასდროს შეუშინდნენ.
etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო კვაჭანტირაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ადგილს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ ღირებულად და მზად არიან მიიღონ ახალი გამოწვევები, არ ეშინიათ კითხვების დასმის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. უნდა შეგეძლოს მოსმენა მათი აზრების, თუნდაც მცდარის და უნდა შეძლო მასწავლებელმა გაითვალისწინო მათი საჭიროებები, უნარები და შესაძლებლობები.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი ყოველთვის გამოთქვამენ ღიად და თავისუფლად საკუთარ მოსაზრებებს, აქვთ ერთმანეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, აღწევენ ხშირად წარმატებებს სასწავლო პროცესში და არიან მოტივირებულები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ძლიერ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეები და ჩემი საყვარელი პედაგოგიური საქმიანობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“. ფამუქის „მე მქვია წითელი“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მუსიკალური პიესა „დათვის წვეულება“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა