სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელმა უნდა შექმნას გარემო, სადაც მოსწავლეს თავისუფლად შეეძლება აზრის გამოთქმა“ - მაკა გაბუნია, ეცერის საჯარო სკოლის პედაგოგი  
07-11-2024
-
+


მაკა გაბუნია ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის პედაგოგია, საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული მოსწავლეებს ღირსეულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდის და ახარებს, რომ მისი შრომა უკვალოდ არ ქრება. მისთვის უმთავრესია შექმნას გარემო, სადაც ბავშვები საკუთარი აზრის დაფიქსირებას არ შეუშინდებიან - სწორედ ამ შემართებით დგას განათლების სადარაჯოზე და ქვეყნის მომავალზე, განათლებული თაობების აღზრდით ზრუნავს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მაკა გაბუნიასთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას სასკოლო საზოგადოებაში. მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეს თავისუფლად შეეძლება აზრის გამოთქმა და მის აზრს, შეხედულებას თუ პოზიციას პატივისცემით მოეპყრობიან. მცდარმა პასუხებმა არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებლის უარყოფითი რეაქციები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულება საკლასო ატმოსფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ერთმანეთის პატივისცემა და მიმღებლობა წინაპირობაა მეგობრული ურთიერთობისა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი ღირსეული ადამიანები არიან. გააზრებული აქვთ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- პოზიტიურ და ჯანსაღ ურთიერთობებს სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეები, რომლებიც სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ ჩემს მიმართ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „ანა ფრანკის დღიური“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება