| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მადონა პოლეტაევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ნდობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და ურთიერთპატივისცემა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც პოზიტიურ, ეფექტურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ქმნის - ის თავისი პროფესიის ერთგულია, უყვარს მოსწავლეები და მუდმივად ითვალისწინებს მათ ინტერესებს, სწორედ ამ შემართებით, ზრდის თაობებს და ემსახურება ყველაზე ღირებულ საქმეს - აღუზარდოს ქვეყანას მომავალი.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მადონა პოლეტაევასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეებზე ორიენტირებულ საინტერესო გარემოს შექმნას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან სწავლებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და თავისუფლად მოაზროვნე მოსწავლეები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ამ საზოგადოების წევრთა ურთიერთანამშრომლობას მოსწავლეთა საკეთილდღეოდ.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების მომავალზე ზრუნვა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; „მე ვხედავ მზეს“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- „საახალწლო კარნავალი“, „მხიარული შეჯიბრებები“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა