სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, ერთმანეთის უფლებების პატივისცემა“- თეა ჭარაია, ფახულანის თემის N2 სკოლის პედაგოგი
07-11-2024
-
+


თეა ჭარაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგია. პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული მასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და ბავშვების ინტერესების დაცვა.         

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თეა ჭარაიას: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- კომფორტულ ინფრასტრუქტურასა და ურთიერთზრუნვაზე, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობაზე დამყარებული დამოკიდებულებები, ერთმანეთის  მიმართ შემწყნარებლური მიდგომა და შეთანხმების საფუძველზე დადგენილი წესების დაცვა, ერთმანეთის უფლებების პატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- არიან ძალზე უშუალოები, იციან თანადგომა და თანაგრძნობა, მეგობრობენ გულწრფელად. ასევე არიან მრავალმხრივი უნარების მქონე და საინტერესო ადამიანები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- პირველ რიგში, მოწესრიგებულ კანონმორჩილ ატმოსფეროს. ასევე ინიციატივებისა და იდეების რეალიზებისთვის მზრუნველ საზოგადოებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა, განხორციელებული აქტივობების მაღალი შეფასებების მოლოდინი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას!“ ან ვაჟა-ფშაველას ნებისმიერ ნაწარმოებს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო კარნავალი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება