სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანებულ საზოგადოებას“ - ლარისა მელაძე, თბილისის N37 სკოლის დირექტორი
07-11-2024
-
+


ლარისა მელაძე თბილისის N37 საჯარო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელია, რომელიც მოსწავლეებს ღირსეულ და მაღალი თვითშეგნების მოქალაქეებად ზრდის. მისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ, რისთვისაც თავს არ ზოგავს. დირექტორი სკოლაში კეთილგანწყობილ გარემოს უზრუნველყოფს და აღნიშნავს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემაა.

 ლარისა მელაძე etaloni-ge -ს ბლიც-კითხვებს პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემოს, რომელშიც დაცულია მოსწავლეთა ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი არიან მაღალი თვითშეგნების მოქალაქეები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანებულ საზოგადოებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- შევქმნა პოზიტიური სასკოლო გარემო, რომელშიც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი თავს გრძნობს ბედნიერად და უსაფრთხოდ, სწავლა-სწავლების პროცესი კი არის მაღალი სტანდარტის შესაბამისი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზებული პოეზიის საღამოები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება