| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორ ნოდარ ბერძენაშვილს მოსწავლეებთან და კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა გამოარჩევს. მისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა, რადგან სწორედ ის განაპირობებს სკოლის წარმატებას. ბავშვებისთვის რჩევებსაც არ იშურებს და მათ ყოველთვის მოტივაციას აძლევს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ნოდარ ბერძენაშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მასწავლებლების კოლეგიალობისა და ურთიერთანამშრომლობის გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, პრობლემების გაზიარება ერთობლივად გადაჭრა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან ზრდილობიანები და იციან უფროს-უმცროსობა.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სკოლასთან მჭიდრო ურთიერთობას, თანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა და მათი პრობლემების მოგვარება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სადაც თავისუფალი აზროვნების საშუალება მეძლეოდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა