| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორის - მარი ტყემალაძისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების გაძლიერება, ჯანსაღი თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება, სიახლეებისკენ სწრაფვა და მუდმივი განვითარება. ის მოსწავლეებს უქმნის ყველანაირ პირობას, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ დირექტორ მარი ტყემალაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მივცე შანსი მოსწავლეებს გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, ჩავუნერგო ნდობა.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, კეთილგანწყობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მიმღებლობა აქვთ სიახლეებისადმი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას, სიახლეებისაკენ სწრაფვას, პროფესიულ ზრდა-განვითარებას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებთან ურთიერთობა, პოზიტივის გაძლიერება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა