სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვთვლი, რომ ბავშვთან მისასვლელი გზა დაკეტილი არასოდეს არის და, ჩვენ, უფროსებს მეტი მოგვეთხოვება“-  უშანგი დუმბაძე, მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორი  
06-11-2024
-
+


უშანგი დუმბაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც ზრუნავს სკოლაში შექმნას ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და სასიამოვნო გარემო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლებს მიუხარიათ. წარმატებული ხელმძღვანელი არ უშინდება გამოწვევებს და ცდილობს, რომ სიახლეებით გაანებივროს მოსწავლეები და მასწავლებლები - ლიდერული თვისებებით განათლების სადარაჯოზე დგას და ღირსეულ თაობებს ზრდის. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ უშანგი დუმბაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასწავლო გარემო არის გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან სხვებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები. 

პოზიტიური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციური განვითარებას. ასეთი გარემოს შექმნას მასწავლებლების მხრიდან ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ღირს- მოსწავლეები არიან კომუნიკაბელური, მოტივირებული, სწავლობენ, აღწევენ წარმატებას და დისციპლინის შენარჩუნებაც უფრო მარტივია.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ თაობათა შორის ურთიერთობა მარტივი არ არის. ვთვლი რომ ბავშვთან მისასვლელი გზა არასოდეს დაკეტილი არ არის. და ჩვენ, უფროსებს მეტი მოგვეთხოვება ამ მიმართულებით. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის გარეთაც.

შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა მაქვს. არ ვცდილობ, ვიღაცას ჩემი ეშინოდეს, რადგან ასეთი ურთიერთობა არასდროს მთავრდება წარმატებით. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ჩემი მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ გაუფრთხილდნენ, როგორც სკოლის ავტორიტეტს, ასევე საკუთარ და მშობლების ავტორიტეტს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერეა, როცა გუნდი ერთ გუნდადაა  შეკრული და ურთიერთპატივისცემაა მნიშვნელოვანი.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია არის ჩემი მოსწავლეების წარმატება და მიღწევები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- რა თქმა უნდა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ექსკურსიები, როცა მოსწავლე თან განათლებას ღებულობს და ამავდროულად ერთობა და ხალისობს ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება