სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი მოტივაცია საქმისადმი სიყვარულია“ - ფიქრია მუსერიძე, თლუღის საჯარო სკოლის პედაგოგი
06-11-2024
-
+


ფიქრია მუსერიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგია, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის საქმესა და მოსწავლეებზე. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება განათლებული თაობების აღზრდას და ახარებს, რომ მისი მოსწავლეები არა მხოლოდ საგნის კარგი ცოდნით, არამედ ზრდილობითა და კარგი ადამიანობით გამოირჩევიან. 

Etaloni.ge-ის ბლიც-ინტერვიუს პედაგოგი ფიქრია მუსერიძე პასუხობს: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხისთვის პოზიტიური განწყობის შექმნას, უსაფრთხო გარემოს, ესთეტიკურად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მოსწავლეების მხრიდან საკუთარი ინტერესების და იდეების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას და მისი განხორციელების ხელშეწყობას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა და ურთიერთთანამშრომლობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- სკოლის გარეთ, სხვადასხვა სახის ურთიერთობებსა და საზოგადოებაში ამჟღავნებენ ზომიერ ცნობისმოყვარეობას, კარგ ქცევებს და ცოდნას.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- კეთილგანწყობისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე წარმატებული თაობების აღზრდას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- საქმისადმი სიყვარული და მიღწეული შედეგები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები; გოდერძი ჩოხელის „მგელი“;  ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“; ჰარიტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას  ქოხი“; ნიკო ლორთქიფანიძის ნოველები; ალექსანდრე დიუმას „გრაფ მონტე კრისტო“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ზეიმი, სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება