| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სულიკო ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლის მოტივაციის წყარო მოსწავლეებია. მისთვის მთავარია სასკოლო საზოგადოებაში იყოს ნდობა, ურთიერთპატივისცემა და გულწრფელობა - სწორედ ამ თვისებებით, ღირსეულად ზრუნავს განათლებული თაობების აღზრდაზე.
გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ სულიკო ხოზრევანიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოწესრიგებულ გარემოს, როდესაც ყველა ასრულებს თავის საქმეს გულმოდგინედ.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- გულწრფელობა, ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისწავლეს სახელმწიფო ენა და ლაპარაკობენ ქართულად.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთ გუნდად შეკრულ სოციუმს, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების მომღიმარი სახეები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- იაკობ გოგებაშვილის „დამალული განძი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- წინასაახალწლო ზეიმი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა