სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყოველთვის ვითვალისწინებ მოსწავლეთა აზრს და ინტერესებს“ - უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი იაკობიძე 
06-11-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი იაკობიძე მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული ურთიერთობითა და კეთილგანწყობით გამოირჩევა. ის ყოველთვის ითვალისწინებს მოსწავლეების აზრს და მათ პატივს სცემს. სკოლის ხელმძღვანელს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პოზიტიური სასწავლო გარემო ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ,  სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სკოლა საყვარელი ადგილი იყოს.

გთავაზობთ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორის - გიორგი იაკობიძის ბლიც-ინტერვიუს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ჩვენს სკოლაში კოლეგიალური, გუნდური მუშაობის პრინციპებისა და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოა. ყოველთვის ვითვალისწინებთ მოსწავლეთა აზრს და ინტერესებს. პოზიტიური სასწავლო გარემო უზრუნველყოფს ბავშვების ინტელექტუალურ, ფიზიკურ,  სოციალურ და ემოციური განვითარებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ნამდვილად მნიშვნელოვანი. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების ხარისხსა და წარმატებასთან, ასევე მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ყველანი არიან გულწრფელები და პატივსაცემები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მთლიანი სასკოლო საზოგადოება, მდიდარი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური მასწავლებლები.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ძლიერი სკოლა, მოსწავლეთა წარმატებები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ყველაზე მეტად ექსკურსიები მახარებდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება