| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნანული ბოლქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის დირექტორია, თავის საქმესა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეების ნდობისა და პატივისცემის მოპოვება. მისთვის პრიორიტეტულია, სასკოლო საზოგადოებისთვს უსაფრთხო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.
გიზიარებთ, ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნანული ბოლქვაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პირველ რიგში ნიშნავს უსაფრთხო, მოწესრიგებულ, სასკოლო გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- გვყავს საოცრად თბილი და წარმატებული მოსწავლეები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს: სკოლის , მშობლების და თემის შეთანხმებულ თანაარსებობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ავტორიზებული სკოლა, საყვარელი მოსწავლეები მათი მშობლები და კომუნიკაბელური პედაგოგები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- განსაკუთრებით უფროსკლასელებს ვურჩევ წაიკითხონ ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა..
- ლაშქრობა ჩვენი სოფლის სოფლის საინტერესო სანახებშიო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა