| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი სევილ გარიბოვა პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აზრი, სწორედ ამიტომ, პედაგოგი მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მასწავლებელი მიიჩნევს, რომ პატივისცემისა და ურთიერთგაგების გარეშე არც მოსწავლეებთან და არც კოლეგებთან გამოვა ურთიერთობა, რის გამოც ყოველთვის კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს თითოეულ მათგანთან.
გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს აღმამედლოს საჯარო სკოლის პედაგოგ სევილ გარიბოვასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მასწავლებლისა და მოსწავლის როლი. მასწავლებელი უნდა იყოს როგორც მწვრთნელი.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან ძალიან აქტიური და ცნობისმოყვარე მოსწავლეები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- უფრო მეტი ცოდნა მიიღონ ჩემმა მოსწავლეებმა და მივაღწიო ეფექტურ შედეგს.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სხვადასხვა პროექტზე მუშაობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა