სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვენობნის საჯარო სკოლა, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კულტურულ- შემეცნებით ღონისძიებას შეუერთდა 
04-11-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას, სწორედ ამიტომ, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ისინი საინტერესო ღონისძიებებში ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები ღონისძიებაში, „ოქროსფერი შემოდგომა“ მონაწილეობდნენ. 

„31 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო წილოსანის მიწვევით, მემორანდუმის გაფორმების მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ იმყოფებოდნენ~, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც გვეუბნებიან, სკოლის დირექტორის - ნინო წილოსანის ინიციატივით, გაფორმდა მემორანდუმი სოფელ კაცხის ( ჭიათურა), სოფელ წირქვალის ( ჭიათურა), სოფელ ჩიბათის ( ლანჩუთი ), სოფელ კურსების (ტყიბული) , ქ. წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის, სოფელ ყუმისთავის (წყალტუბო) , სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) საჯარო სკოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.

აღნიშნული კულტურულ- შემეცნებითი ღონისძიება ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს.

ადგილზე გაიმართა ღვინის დაწურვის, ჩურჩხელის კეთების მასტერკლასი, მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების კუთხის მოწყობაზეც იმუშავეს, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებაში. ქვენობნის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ - ანანო ჯაშმა, მკლავჭიდში აიღო პირველი ადგილი და სიგელიც დაიმსახურა. ასევე გაიმართა მეგობრული შეჯიბრი ფრენბურთშიც ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგისა და მოსწავლის მონაწილეობით.

სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლასა და საქართველოს რვა სხვადასხვა სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი დაესწრნენ.

ღონისძიებამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

„დიდი მადლობა ქალბატონ ნინო წილოსანს და მის გუნდს  თბილი და სასიამოვნო დახვედრისთვის ,იმედია ჩვენ სკოლებს შორის მეგობრობა უსასრულოდ გაგრძელდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება