სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, დედაქალაქს სტუმრობდნენ
04-11-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით ერთვებიან. 

ამჯერად, კუჭატნის სკოლის მოსწავლეები პროექტის - „მე და ლიტერატურა“ ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ.

„დღე უბედნიერესი, ნაყოფიერი და დაუვიწყარი, დღე მეგობრობისა და სიყვარულისა, ახალი მიზნებისა და იდეებისა. დღე, რომელიც კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტი „მე და ლიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო შეხვედრა განხორციელდა ონლაინ, ამჯერად სხვადასხვა კუთხის მოსწავლე-მასწავლებლების შეხვედრა პირისპირ შედგა.

ბავშვები ერთად ესტუმრნენ ლიტერატურის ინსტიტუტს, მოინახულეს მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონები, შეხვდნენ და გაესაუბრნენ განათლების ექსპერტს - როლანდ ხოჯანაშვილსა და მის წარმატებულ მოსწავლეს - მარიამ ჩაჩანიძეს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ბავშვები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან. 

სკოლაში პროექტში ჩართულ მონაწილეებს, მოსწავლე-მასწავლებლებს მადლობას უხდიან.

„მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ყველა ჩართულ მოსწავლე-მასწავლებელს, კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილსა და მშობლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა სპმთპ ყვარლის რაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს - ლევან ბალიაურსა და მის მოადგილეს  ელიზა ფილიშვილს გვერდით დგომისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება