სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ  
31-10-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებას სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენის მასწავლებელი ლუსია კურგინიანი ხელმძღვანელობდა. 

მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა Microsoft PowerPoint-ის გამოყენებით პრეზენტაცია მოამზადეს, ხოლო მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, რომლებითაც შექმნეს კედელი - „იყავი მედიაწიგნიერი“.

მოსწავლეებმა განმარტეს რა არის მედია, მედიაწიგნიერება და ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში მოქცევის წესები გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების და თემის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის წარდგენისას, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, ინტერნეტქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის, რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორ განვასხვავოთ ცრუ ინფორმაცია, თავი ავარიდოთ დეზინფორმაციის გავრცელებას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება