სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა საჩვენებელი გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა 
21-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელთა შეხვედრა ანბანთან საინტერესო აქტივობებისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა. 

ბავშვებისთვის, საწყის ეტაპზე, წერა-კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა. მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი.

Iბ კლასის დამრიგებელმა - მარი ჭიტაძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის თამაშებითა და აქტივობებით წარმოაჩინა. 

ქართულ ანბანზე ლექსების დასწავლამ სიტყვების წარმოთმასა და სწორი მეტყველების ხარისხი გამოავლინა. 

წინადადებაში ხმოვნებისა და თანხმოვნების პოზიციების განსაზღვრამ სწორად დამარცვლის პრინციპები დაასწავლა. 

ასოების პლასტილინით მოდელირებამ, ხელი შუწყო მათი ფორმის დამახსოვრებასა და წარმოსახვის უნარს.

თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით წარმოჩინდა მათი ინტერესები და შესაძლებლობები.

Iბ კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ეს დღე ბავშვებისთვის  ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან დადგა მათთვის ასე სანატრელი, ანბანთან შეხვედრის დღე.

„მოსწავლეები გაეცნენ ანბანს. მოისმინეს ზღაპარი „ანბანეთის ამბები” ლექსებითა და ანდაზებით გაალამაზეს გაკვეთილი.

გამოძერწეს ახალი მეგობრები „ა“ და „ი“.

შექმნეს პირველი ხელნაწერი და ბოლოს უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმ „ბომბორას“, შემდეგ კი იმსჯელეს ნანახზე და მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის კითხვა და წერა“,- აღნიშნა მასწავლებელმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება