TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგ მანანა ბარამიძეს მოსწავლეებმა პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს 
15-10-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

პედაგოგ მანანა ბარამიძეს მოსწავლეებმა ეს დღე დღესასწაულად უქციეს. მას მისალოცი ბარათები უსახსოვრეს, ყვავილები აჩუქეს, დადებითი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩემი ბარტყების მოლოცვები - ყვავილების თაიგული, ჩემი პირველკლასელისგან ჩემი ნინიასგან. დღეს, ისე გამაბედნიერეთ, ისე გამითბეთ გული თქვენი ყურადღებით, თქვენი სიყვარულით, ნდობით.

მადლობა, რომ ასე მენდობით მადლობა, რომ ასე გიყვარვართ მადლობა, რომ გჯერათ ჩემი.

მიყვარხართ, გეფერებით თქვენს პაწია გულებში ჩემი წარმატება, თქვენი წინსვლაა, თქვენთვის ცოდნის შეძენაა, გისურვებთ წარმატებულ წელს ჩემო ციმციმებო“, - აღნიშნავს პედაგოგი.

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება