| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები როგორც მოსწავლეთა განათლებაზე, ასევე მათთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ.
აღნიშნული სკოლა „პატრიოტი სკოლის“ ტიტულს ატარებს და პედაგოგები მოსწავლეებს ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად ზრდიან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი აღსაზრდელებს ყოველდღე უმეორებენ, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“ და სამი ღვთაებრივი საუნჯის - „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ სიყვარულს უნერგავენ.
პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინება იყო კიდევ ერთი ღონისძიება. სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები აბრის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. იქ, სხვა ღირსეულ წყალტუბოელებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. მან საინტერესოდ ისაუბრა და მსმენელთა უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა