| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლა მადლობას უცხადებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირმა ნოსელიძეს სკოლისა და არამარტო სკოლის, განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი, პროფესიულ საქმიანობას ზუბის საჯარო სკოლაში აღარ გააგრძელებს, თუმცა მისი ღირებული საქმიანობით დიდი კვალი დატოვა და ამას, სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებით აფასებს, გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის, ბევრი რამ გააკეთა. მან წარმატებულად იმუშავა მოსწავლეებთან, შეასწავლა სალაპარაკო ინგლისური, ასევე საგაკვეთილო პროცესები ჰქონდა დაგეგმილი კლასების ინტერესების შესაბამისად, მრავალფეროვანი აქტივობებით, რესურსებითა და ნოვატორული უნარ-ჩვევებით, მუდმივად სიახლეს სთავაზობდა მოსწავლეებს, რაც აისახებოდა მოსწავლეთა მოტივაციასა და შედეგებზე. მისი მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ასევე მოიარეს საკონკურსო ბანაკები.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ სკოლის განვითარებასთან ერთად, პედაგოგმა თემის განვითარებაზეც იზრუნა, რაიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებიდან შეიქმნა მოწვეული ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ინგლისურენოვან პროექტებში, სადაც მათ ენის შესწავლასთან ერთად თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარები განუვითარდათ.
სკოლის ხელმძღვანელი ნინელი კუხალაშვილი და სრულიად სასკოლო საზოგადოება აფასებს პედაგოგის შრომას, სიამაყით საუბრობს მის წარმატებულ მოღვაწეობაზე და მადლობას უხდის იმ წვლილისთვის, რაც ზუბის საჯარო სკოლის განვითარებისთვის გაიღო.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ