სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N20 სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ - 13 წლის გიორგი გოგალაძე საკალათბურთო კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
30-09-2024
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლის - გიორგი გოგალაძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.

სკოლის დირექცია დიდი სიამაყით გვიზიარებს ახალგაზრდა კალათბურთელის, 13 წლის გიორგი გოგალაძის მიღწევას, რომელიც საფრანგეთში, „ნიცას აკადემიაში“ ჩაირიცხა.  

გიორგი, უკვე ერთი თვეა „ნიცას აკადემიაში“ ვარჯიშობს და რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა, რის შემდეგაც აკადემიასთან 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

სკოლა მოხარულია, რომ გიორგი და არაერთი წარმატებული ახალგაზრდა იზრდება რუსთავის N20 საჯარო სკოლის კედლებში და მშობლიური სკოლის სახელს ამართლებს. 

სასკოლო საზოგადოება ულოცავს გიორგის მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებს. 

„ჩვენი სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეთა და წარმატებებს უსურვებს მას“, - აღნიშნავენ სკოლაში და ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ გიორგის დიდი საკალათბურთო ასპარეზზე. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება