სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
30-09-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, 27 სექტემბერი განსაკუთრებული ემოციებით გაიხსენეს.

31 წლის წინ, 27 სექტემბერი სოხუმი დაეცა. 

სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე. პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს, რომლებიც თავდადებით იცავდნენ სოხუმს.

„მადლობა გმირებს, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ერთი გოჯი მიწა არ დაეთმოთ მტრისთვის!

„აქტივობის კოორდინატორები სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე, ისტორიის პედაგოგები ირმა ყეინაშვილი,  ლილი კუპატაძე, ბიბლიოთეკის გამგე სალომე დარბაიძე და მე-12 კლასის მოსწავლეები ქედს ვიხრით მათი ღვაწლის წინაშე და ვიტოვებთ იმედს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებთ გამთლიანებულ საქართველოში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ასევე სკოლაში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

“მწყუროდეს მუდამ,

როგორც მწყურია

მთების, ქედების ბროლი ნაჟური:

ქცეული სიზმრად – დიოსკურია,

ქცეული სიზმრად – ცა აფხაზური“, - ეს ლექსი ლაიტმოტივად გასდევდა აქტივობებს. 

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება