სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეულს აქტიურად შეუერთდა  
30-09-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

შესაბამისად ბარდნალის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.

კვირეული 23-29 სექტემბერს მიმდინარეობდა და მის მიზანია ფიზიკურ აქტივობებში მოზარდების მასობრივი ჩართვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელ ალუდა ხაბულიანის ხელმძღვანელობით, სოფელ ჭალისთავის ახალაშენებულ სპორტულ სტადიონზე გაიმართა ძალზე სახალისო აქტივობები, რომელშიც ჩართული იყო სამივე: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

გაიმართა შეჯიბრი მინიფეხბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში, ასევე „მხიარული სტარტები“, რომელმაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია.

„მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,  რისი დასტურიც იყო ამ სპორტულ კვირეულში სკოლის მოსწავლეთა ასე აქტიური ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო სკოლის სპორტული მოედნით სარგებლობა ვერ ხერხდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება