| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ისტორისს სწავლებასა და მოსწავლეებისთვის იმ მთავარი ღირებულებების გაღვივებას, რაც ქართველ ერს ოდითგანვე, ჭირსა თუ ლხინში მოსდევს.
სწორედ ამ მოტივით, სასკოლო საზოგადოებამ არც ისე შორეული წარსული გაიხსენა, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე - 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე.
„ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. დაიღუპა უამრავი ადამიანი. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ და მათი სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა უმტავრესი გზავნილი.
პატრიოტული სულისკვეთების განმსჭვალულმა მოსწავლეებმა, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით ემოციური ღონისძიება გამართეს და პატივი მიაგეს გმირთა ხსოვნას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მაია დარასელია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“