სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გრანდიოზულად დაიწყო
27-09-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად, საზეიმოდ და დიდი ჟრიამულით დაიწყო. 

„16 სექტემბერი ის დღეა, როცა საქართველოს ყველა სკოლის კარი იღება, ახალგაზრდობა მიეშურება ცოდნის ტაძრისკენ და ანთებს განათლების ჩირაღდანს. ეს დღე არის ხვალინდელი უკეთესი დღის იმედი, რადგან „სწავლა, ცოდნა, მეცნიერება - ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვერავინ დაუდგება“, - ამ მოტივითა და დიდი სიყვარულით უმასპინძლა ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საზოგადოებამ მონატრებულ მოსწავლეებს. 

მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ჩატარდა საზეიმო ღონისძიება. ღონისძიება ეროვნული მოტივებით გაიხსნა, ქვეყნის ჰიმნის აჟღერებითა და დროშის აღმართვით.

დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები მიესალმნენ მოსწავლეებსა და მშობლებს, მათ ისაუბრეს სწავლისა და ცოდნის აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე  სკოლას ესტუმრა კურსდამთავრებული მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში, ვახტანგ ახობაძე.

ეს დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ პირველკლასელებს. მათთვის გაიღო „ჯადოსნური კარი“ და წიგნიდან „ამომხტარმა“ ლიტერატურულმა პერსონაჟებმა (მერი პოპინსი, პეპი, კონკია, პინოქიო და სხვ.) მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიცია შეასრულეს.

„ეს დღე განსაკუთრებული, საზეიმო და სამახსოვრო იყო სასკოლო საზოგადოებისთვის“, - ასე აფასებენ სკოლაში 16 სექტემბერს, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება